ინტეგრირებული გაკვეთილი

                                          ინტეგრირებული გაკვეტილი
1.გაკვეთილის თემა
გიორგი მერჩულეს ,, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება,,
2.ინტეგრირებული საგნები.
მასწავლებლის სახელი  და გვარი
საგანი
მასწავლებლების სახელი
ქართული
ქეთევან ტაკიძე
ისტორია
ლამზირა ქამადაძე
3.მოსწავლის საფეხური
საშუალი, 10  კლასი
4.მოსწავლეთა პროფილი
 24 მოსწავლე
5.აქტუალობა.
მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურულ ტექსტში ასახულ ფაქტსა  და ისტორიულ რეალობას შორის მსგავსებისა და განსხვავების გამორკვევას, გამოიმუშავებენ პრეზენტაციის, აზრის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების უნარს,  დაეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობასა და ჯგუფური  მუშაობისათვის  საჭირო ჩვევებს.
6. გაკვეთილის  მიზნები და შედეგები
          მოსწავლეები შეძლებენ  ტექსტში წარმოდგენილ  ლიტერატურულ დეტალებზე დაკვირვებით  პრობლემის გააზრებას.
          შეძლებენ მსჯელობას  პერსონაჟების მთავარი სათქმელის ირგვლივ .
          მოიძევენ ლიტერატურულ ნაწარმოებში  ასახული ეპოქის შესახებ ინფორმაციას .
          იმსჯელებენ ტექსტში ასახული  ისტორიულ-ლიტერატურული რეალობის ირგვლივ.


ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
          იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე  დამყარებული არგუმენტები);
          მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;
          ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.

ქართ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
          ამოიცნობს და განიხილავს ზეპირ ტექსტში პრობლემებს, რომელთა ერთმნიშვნელოვნად გადაჭრა რთულია;
          აყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემის შესახებ გამართულ ჯგუფურ დისკუსიებში და განსხვავებული თვალსაზრისის გასააზრებლად სვამს კითხვებს;
          აზუსტებს, სწორად გაიგო თუ არა სხვების მიერ გამოთქმული თვალსაზრისი (მაგ., „თუ სწორად გავიგე...“, „თუ არ ვცდები...“); 

          ამოიცნობს, ზეპირი მეტყველებისთვის დამახასიათებელი რა ნიშნები შემოდის ენაში მსჯელობის წერილობითიდან ზეპირ ფორმატში გადასვლისას (მაგალითად, ჟესტიკულაციის, მიმიკის, ინტონაციის, ხმის დონის და სხვა არავერბალური საშუალებების გამოყენება საქმიან, ფორმალურ და არაფორმალურ სიტუაციაში, დებატებში და ა.შ.).
ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია  დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
          ოპერატიულად რეაგირებს აუდიტორიის რეაქციაზე: ამყარებს და აზუსტებს დისკუსიის ან კამათისათვის საჭირო არგუმენტებს, შეაქვს განმარტებები, რამდენჯერმე იმეორებს ერთსა და იმავეს და სხვ.;
          სხვადასხვა საშუალებით (მოკლე განმარტებების ჩართვა, გამეორება, ხმის აწევ-დაწევა და სხვ.) გამოკვეთს მნიშვნელოვან ადგილებს ზეპირი მოხსენებიდან;
          ითვალისწინებს დისკუსიისა და კამათის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტებს და ამზადებს შესაბამის პასუხებს;
          საპირისპირო არგუმენტების მოსმენისას ჩაინიშნავს ძირითადსა და მთავარს, რასაც შემდგომში იყენებს კონტრარგუმენტებისათვის;


                      აქტივობა  I(5 წუ  თი)
ფირის ჩვენება( გრიგოლ ხანძთელის ნამოღვწარის შესახებ)
                    აქტივობა  I I(5წუთი)
საპროვოციო კითხვები
რა საკითხია დასმული ნაწარმოებში?
რომელ საუკუნეში დაიწერა ეს ნაწარმოები?
ვინ არის ავტორი ნაწარმოებისა?
რა იცით იმ ეპოქის შესახებ ისტორიიდან?

                  აქტივობა I I I (10 წუთი)
ორ ჯგუფად გაყოფა ბავშვების.
I ჯგუფი- განიხილავს  ლიტერატურული ჩარჩოში
II ჯგუფი- განიხილავს ნაწარმოებს ისტორიულ ჭრილში.
                  IV აქტივობა(10 წუთი)
პრეზენტაცია
                  V აქტივობა (10წთ.)
დისკუსია თემაზე- მსჯელობა გრიგოლ ხანძთელის პიროვნების შესახებ. მისი ლიტერატურულ და ისტორიულ ასპექტებში განხილვა.
                 
                  VI აქტივობა(5წთ.)
გაკვეთილის შეფასება
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას. უპასუხონ კითხვებს:
1. სამი რამ, რაც ძალიან მომეწონა ქართულის გაკვეთილიდან.
2.ორი რამ, რაზეც მეტი მინდა გავიგო.
3.ერთი რამ, რასაც გავაკრიტიკებდი.


შეფასება და თვითშეფასება

ჯგუფური მუშაობა
პრეზენტაცია
დისკუსია
სასწავლო რესურსები

ტექსტი
ისტორიის სახელმძღვანელო.
ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი.



No comments:

Post a Comment