სამოდელო გაკვეთილი


                        საჩვენებელი გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარითემა
ალექსანდრე ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა’’
სწავლების საფეხური


მასწავლებელი
მე-10 კლასი

თამარ მიქელაძე
მოსწავლეთა პროფილი
18  მოსწავლე
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
გაკვეთილისმნიშვნელობა/აქტუალობა
·         ნასწავლი მასალის გამოყენება პრაქტიკულ საქმიანობაში,შეძლებენ ლიტერატურულ ტექსტში ასახულ ფაქტსა და რეალობას შორის მსგავსბესა და განსხვავების გამორკვევას.



გაკვეთილის მიზნები და  შედეგები
·         მხატვრული ტექსტის კითხვა და ანალიზი.
·         კრიტიკული აზროვნების განვითარება.
·         შეძლებენ  მსჯელობას პერსონაჟების მთავარი სათქმელის ირგვლივ.
·         ისტორიის გაგება და გააზრება.

ქართ.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები

·         ქართმოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები დაგამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
·          მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
·          მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება.
·          მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
·          მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
·         ქართ  მოსწავლეს შეუძლია მცირემოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები არკვევენ ინფორმაციას ამ ტექსტზე.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი


აქტივობა I
·         მისალმება,გონებრივი იერიში, მონაწილეობს მთელი კლასი(3წთ).
აქტივობა II
პროვოცირების მიზნით ვსვამ შემდეგ კითხვებს:
·         ვის ეკუთვნის ნაწარმოები ხევისბერი გოჩა?
·          რა პრობლემაა დასმული აღნიშნულ ნაწარმოებში?
პრეზენტაცია (10 წთ)
აქტივობა III
ვქმნი ორ ჯგუფს:
I ჯგუფს   ვავალებ:თქვენი აზრით სწორად მოიქცა თუ არა ხევისბერი?
II ჯგუფ   ვავალებ:იმსჯელონ ხევისბერი სხვანაირად რომ მოქცეულიყო რა მოხდებოდა?
პრეზენტაცია (15 წთ)
აქტივობა IV
გაკვეთილის შეფასება
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას,უპასუხონ კითხვებს:
1.რა აზრია აღნიშნული ტექსტის მტავარი მოტივი?
2.რა განუვითარა ამ ტექსტმა მოსწვლეს?



სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,   აქტივობის რვეული.
ფერადი ფურცლები.




         შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმი
დაბალი
საშუალო
მაღალი
კითხვა და ლიტერატორული ტექსტის ანალიზი



უჭირს კითხვა და პასუხების გა-ცემა საანალიზო კითხვებზე

კითხულობს გაბმით,ხშირად უშვებს შეცდომებს
ანალიზის დროს საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას

კითხულობს უშეცდომოდ და სწრაფად
შეუძლია ლიტერატორულიტექსტის ანალიზი

სავარჯიშოებზე მუშაობა
უხარისხოდ და შეცდომით ასრულებს პრაქტიკულ სავარჯიშოს,უჭირს ზეპირი მეტყველება.
ასრულებს პრაქტიკულ სავარჯიშოს შეცდომებით,საჭიროებსდახმარებას,ცოტს უჭირს ზეპირი მეტყველება.
სწორად და უშეცდომოდ ასრულებს პრაქტიკულ სავარჯიშოებს,მუშაობს დამოუკიდებლად,არ უჭირს ზეპირი მეტყველება.
აქტიურობა\ჩართულობა
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
ასრულებს მხოლოდ მისთვის საინტერესო დავალებებს.
აქტიურად არის ჩართული მთელ საგაკვეთილო პროცესში.

     მასწავლებლის თვითშეფასების გეგმა
 კრიტერიუმები
შეფასება (1, 2, 3 )
1.
 მოსწავლეები იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში;
 2.
გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ;
3.
მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.
4.
საკმარისი მასალა მქონდა ტექსტთან დაკავშირებით;
5.
სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას 
6.
სწორად მქონდა შერჩეული აქტივობები და მეთოდები საგაკვეთილო პროცესში;



No comments:

Post a Comment